სწავლება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლის მოსწავლეთათვის


მზიურში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა - ტალანტების ფაბრიკა (IV-VII კლასები) და საოლიმპიადო ჯგუფები (VIII-XII კლასები)
  • პროგრამირების სკოლა (VIII-XII კლასებისა და სტუდენტებისათვის)


ღირებულებისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ სასურველ კურსზე სასწავლო სტრუქტურაში

პროგრამირების სკოლა საოლიმპიადო ჯგუფები
1-ლი საფეხური Python მე-2 საფეხური C# მე-2 წელი VI წელი
C# 1-ლი წელი V წელი
C++ და ალგორითმები JAVA მე-2 წელი IV წელი
JAVA 1-ლი წელი III წელი
ვებპროგრამირება I წელი ვებპროგრამირება II წელი II წელი
კომპიუტერული თამაშების პროგრამირება I წელი კომპიუტერული თამაშების პროგრამირება II წელი I წელი
ლოგიკის  კურსი ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი კურსი


სასწავლო პროცესი იწყება პირველი ოქტომბრიდან და  მთავრდება ივნისში. 

მზიურის დასვენების დღეები ძირითადად ემთხვევა სასკოლო არდადეგებს (გარდა საგაზაფხულო არდადეგებისა). კონკრეტული დასვენების დღეები მითითებული იქნება ხელშეკრულებაში.

ცენტრს მუდმივი კავშირი აქვს მშობლებთან. დირექცია მშობელს სისტემატურად აწვდის ინფორმაციას შვილის მოსწრება/დასწრების შესახებ. სასწავლო წლის განმავლობაში ორივე სემესტრის ბოლოს ტარდება მშობელთა კრება. უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორი სახით გვექნება ურთიერთობა მშობლებთან, შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში «მემორანდუმი მშობლებთან», რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია 

მოსწავლეს სწავლა ერთდროულად რამდენიმე პროფილურ კურსზე შეუძლია.

ყოველი სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი.

მზიურში მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა:

  • სოციალურად დაუცველებისთვის - ღირებულების 25%
  • დედმამიშვილებისთვის:

      -  2 ბავშვის შემთხვევაში - ჯამური ღირებულების 10%, 

      -  3 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში - ჯამური ღირებულების 15%


კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის იხილეთ აქ 

Jul 4 2019