ისტორია

მნიშვნელოვანი მომენტები ცენტრის ისტორიიდან

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 29 ბრინჯაოს მედალი.
ჩვენი ნამოწაფრები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, მათ შორის ისეთ უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში, როგორიცაა MIT (Massachussetts Institute of Technologies), West Point (American Military Academy), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი, რაისის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ამ უნივერსიტეტებში დაფინანასების მოპოვებაში მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის მედლები და დიპლომებია, რომლებიც მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე აქვთ მოპოვებული. ჩვენს კურსდამთავრებულებს წამყვანი პოზიციები უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ IT პროფილისა და სხვა კომპანიებში. ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, მათ შორის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვა.

მზიურის რამდენიმე მოსწავლეს სხვადასხვა დროს დანიშნული ჰქონდა პრეზიდენტის სტიპენდია. ცენტრის სამი პედაგოგი არის ღირსების ორდენოსანი და ჯილდო მინიჭებული აქვთ მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის.

მზიური წლების მანძილზე წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომპანიების თანამშრომელთა ტრენინგებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. გასულ წლებში სხვადასხვა კონკურსებსა და ტენდერებში გამარჯვების შედეგად ცენტრს განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ:

  • განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამის სამუშაოები - განათლების სამინისტრო (მსოფლიო ბანკი).
  • მასწავლებელთა ატესტაციის შედეგების კომპიუტერული დამუშავების სამუშაოები - განათლების სამინისტრო (მსოფლიო ბანკი).
  • უზენაესი სასამართლოს თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (მსოფლიო ბანკი).
  • საქართველოს მილსადენის კომპანიის - ”ბრიტიშ პეტროლეუმის” თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
  • შემოსავლების სამინისტროსა და საგადასახადო სისტემის თანამშრომელთა კომპიუტერული ტესტირება.
  • ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისათვის.
  • ტრენინგები დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისათვის (მსოფლიო ბანკი).
  • თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის განყოფილების დაკვეთა - უმუშევარი მოსახლეობის გადამზადება.
  • თბილისის მერიის განათლების განყოფილების პროექტი - ”თბილისის საგანმანათლებლო სისტემის ინფორმატიზაცია”.
  • გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) დაკვეთა - ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგები.
  • მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციებელი სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დაკვეთა საქართველოს მებაღეობა-მევენხეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა ტრენინგები.
  • შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელთა ტრენინგები.
  • საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერების ტრენინგები სისტემურ ადმინისტრირებაში.
  • შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელთა ტრენინგები.
  • შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომელთა ტრენინგები.
  • შპს „ენერგოტრანსის“ თანამშრომელთა ტრენინგები.
  • სს  "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელთა ტრენინგები.
Jul 27 2020