მზიურში მიღებისა და ჩარიცხვის წესები

მიღება-ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

რეგისტრაცია

ღია კარის
დღე

ტესტირება

გასაუბრება

ცხრილის არჩევა

ჩარიცხვა

რეგისტრაცია - მშობელი ელექტრონული ფორმის შევსებით ქმნის საკუთარ პროფილს და თავად არეგისტრირებს მოსწავლეს/მოსწავლეებს.

ღია კარის დღე - დისტანციურ ფორმატში მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მზიურის სასწავლო პროცესისა და ტესტირების შესახებ. დასწრება სავალდებულოა.

ტესტირება - ტესტირების მიზანია მოსწავლეს შევთავაზოთ მისთვის მიზანშეწონილი კურსი. მსურველთა ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ცხრილის არჩევისა და მზიურში ჩარიცხვის უპირატესობა მაღალქულიან მოსწავლეებს ენიჭებათ. მსგავსი ლოგიკური ტიპის ამოცანები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გასაუბრება - ტესტირების შედეგის გათვალისწინებით ონლაინ ფორმატში მიიღებთ რეკომენდაციას კონკრეტულ სასწავლო კურსზე და განმარტებას ცხრილის არჩევის პროცედურაზე.

ცხრილის არჩევა - მზიურისგან მიღებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ადგენთ სასურველი ჯგუფებისა და მეცადინეობათა ცხრილის პრიორიტეტულ სიას.

ჩარიცხვა - ტესტირების შედეგებისა და პრიორიტეტული სიის გათვალისწინებით ავტომატურად ფორმირდება მოსწავლის ცხრილი. ელექტრონულად მიიღებთ ხელშეკრულებას. მოსწავლე ჯგუფში ჩარიცხულად ითვლება ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის პირველი ნაწილის გადახდის შემთხვევაში.

ტესტირება, გასაუბრება, ცხრილის არჩევა და ჩარიცხვა ხდება სექტემბერში.