კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის

პრინციპული განსხვავება სკოლის მოსწავლეთა და ზრდასრულთა კურსებს შორის ისაა, რომ სკოლის მოსწავლეთა კურსები ჯგუფური ფორმისაა, ხოლო ზრდასრულთა კურსები – ინდივიდუალური.
სწავლების ინდივიდუალური ფორმა ჯგუფურთან შედარებით უფრო ინტენსიურია, მეცადინეობები მეტად არის დატვირთული ინფორმაციით და მსმენელის მხრიდან დამოუკიდებელი მუშაობის მეტ უნარებს მოითხოვს.
ინდივიდუალური სწავლების ფორმის არჩევის შემთხვევაში მეცადინეობის გრაფიკი და ინტენსივობა, სასწავლო პროგრამის შინაარსი, მოცულობა და სიღრმე და სხვა დეტალები მასწავლებელსა და მსმენელს შორის თანხმდება და მაქსიმალურად არის მორგებული კონკრეტული მსმენელის მოთხოვნებსა და სასწავლო უნარებს.
ქვემოთ მოცემულია ცენტრში დღეისათვის მოქმედი ინდივიდუალური კურსების ჩამონათვალი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კურსების აღწერაში მოცემული კურსის შინაარსი, საათების რაოდენობა და, აქედან გამომდინარე, ღირებულება, სტანდარტული შეთავაზებაა და მსმენელის მოთხოვნებისა და უნარების გათვალისწინებით დაზუსტდება.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.