fbpx
Menu Close

სტატიები

შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან

გამოცდილების გაზიარების მიზნით მზიურში ეწყობა ხოლმე შეხვედრები წარმატებულ მზიურელებთან, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან უცხოურ ტექნოლოგიურ კომპიანიებში მუშაობენ. ეს შეხვედრები დღევანდელი მოსწავლეებისთვის არ არის მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალება. ყოფილი მზიურელების წარმატება მათთვის ნათელი და ხელშესახები მაგალითია, რაც სათანადო სტიმულსა და მუხტს აძლევს სამომავლო ძალისხმევისთვის.
ასეთი შეხვედრა ჩატარდა მზიურში გასული წლის მიწურულს.
ბავშვებს შეხვდნენ:
ნიკა ნადირაძე – ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Florida Institute of Technology), მე-2 კურსის სტუდენტი;
ჯიმი სხირტლაძე – ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (American University in Bulgaria), მე-3 კურსის სტუდენტი.
ნუგზარ ჩხაიძე – ვორჩესტერის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Worcester Polytechnic Institute), პირველი კურსის სტუდენტი.
ელენე მაჩაიძე – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Massachusetts Institute of Technology), მომავალი სტუდენტი.
ნიკა სვანიძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, მუშაობდა კომპანია გუგლის პარიზის ოფისში.
გიორგი გულიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, მუშაობდა კომპანია ცისკოს სათაო ოფისში.

სურათზე მარცხნიდან – ნიკა სვანიძე, ჯიმი სხირტლაძე, ელენე მაჩაიძე, ნიკა ნადირაძე, ნუგზარ ჩხაიძე.

Posted in მზიურელები