ინფორმატიკის 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა

ინფორმატიკის 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა

მიმდინარე წლის 19-25 ივნისს შედგა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადა. ოლიმპიადა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. მასპინძელი იყო სინგაპური.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მზიურელმა გიორგი ნადარეიშვილმა (კომაროვის სკოლა, XI კლასი).

საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 1996 წლიდან მონაწილეობს და დღემდე ეროვნული ნაკრების წევრებს მოპოვებული აქვთ 7 ოქროს, 11 ვერცხლისა და 37 ბრინჯაოს მედალი. აქედან 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 25 ბრინჯაო მზიურელების მოპოვებულია.

აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ფაქტი – ოლიმპიადების ისტორიაში პირველად ჩვენი თანამემამულე, ერეკლე როინიშვილი, მოხვდა უცხო ქვეყნის, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

გიორგისა და ერეკლეს ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ  წარმატებებს ვუსურვებთ.

Jul 5 2021