ვეძებთ პარტნიორებს რეგიონებში

2016-10-26

მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე საქართველოს რამდენიმე რეგიონში გვინდა ჩავატაროთ სემინარები, სადაც მსმენელებს წარვუდგენთ პროექტს "მიკსიკე საქართველოში". სემინარის ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 3 საათი. ამ სემინარების ჩასატარებლად რეგიონებში ვეძებთ პარტნიორ სკოლებს ან სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. სემინარების ჩასატარებლად საჭიროა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერული კლასი. პარტნიორის დახმარება ასევე დაგვჭირდება ადგილობრივი სკოლების ინფორმირებაში, რათა დაინტერესებული სკოლებიდან სემინარზე მოვიწვიოთ 1 ან 2 მასწავლებელი. დაინტერესებულებმა დაგვირეკეთ ტელეფონზე ან მოგვწერეთ ელფოსტაზე [email protected] .