ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა

2016-05-11

მიმდინარე წლის 7 და 8 მაისს ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები, რომელშიც, ტრადიციულად, წარმატებით გამოვიდნენ მზიურელები. შეჯიბრს უმასპინძლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. ორგანიზატორი კი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
ნაკრები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
1. გიორგი კლდიაშვილი - დემირელის კოლეჯი, X კლასი (მზიური);
2. გიორგი სხრიტლაძე - დემირელის კოლეჯი, XII კლასი (მზიური);
3. ბაკურ ცუცხაშვილი - ქუთაისის 41-ე ფიზ-მათ სკოლი, XII კლასი;
4. ნუგზარ ჩხაიძე - დემირელის კოლეჯი, XII კლასი (მზიური).
ნაკრების შესარჩევ შეჯიბრში სულ მიწვეული იყო VI-XII კლასების 29 მოსწავლე, მათ შორის 18 მზიურელი. აღსანიშნავია უმცროსკლასელი მზიურელების მონაწილეობა შესარჩევ შეჯიბრში. მათ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს და, რაც მთავარია, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ეს ყველაფერი იმედს გვისახავს, რომ ისინი წარმატებით ჩაანაცვლებენ ნაკრებში თავიანთ უფროს მეგობრებს.
წლევანდელი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2016 ჩატარდება 12-19 გვისტოს რუსეთის ქალაქ ყაზანში. ეს რიგით 28-ე ოლიმპიადაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობს 1996 წლიდან და ამ პერიოდში ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 31 ბრინჯაოს მედალი. აქედან 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 20 ბრინჯაო მზიურელთა "ნადავლია".
მზიურის ადმინისტრაცია ულოცავს ნაკრების წევრებს და რეზერვისტებს მიღწეულ წარმატებებს და გამარჯვებას უსურვებს მათ მომავალ ოლიმპიადაზე.