საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური” აცხადებს კონკურსს პროგრამირების მასწავლებლის ვაკანსიაზე. მიღებული კანდიდატები მუშაობას შეუდგებიან ამა წლის სექტემბრის თვიდან.
მოვალეობები:
-
პროგრამირების შემსწავლელი ჯგუფების მეცადინეობების ჩატარება;
-
სასწავლო კურსის დაგეგმვა და სათანადო სილაბუსის შედგენა;
-
სასწავლო მასალების მომზადება;
-
აღნიშნულ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
Pascal, C++, C#, Java პროგრამირების ენებიდან ერთ-ერთის (სასურველია რამდენიმეს) ცოდნა;
-
პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
-
სასურველია ინფორმატიკის საოლიმპიადო ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;
-
ინგლისური და რუსული ენების (მინიმუმ კითხვით) ცოდნა.
წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
გააჩნდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება;
-
გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-
იყოს ორგანიზებული;
-
იყოს შედეგზე ორიენტირებული;
-
გააჩნდეს დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
-
გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი.
ხელფასი: შეთანხმებით;
დამატებითი პირობები: სამუშაო გრაფიკის შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია შეთავსებით მუშაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV (ქართულ ენაზე, მეილზე მიბმული დანართის სახით, დოკუმენტის .pdf ვერსია) ელექტრონულ მისამართზე: i[email protected] 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: "programirebis maswavlebeli".