მიღება-ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
რეგისტრაცია
ღია კარის
დღე
ტესტირება
გასაუბრება
ცხრილის არჩევა
ჩარიცხვა
• რეგისტრაცია - მშობელი ელექტრონული ფორმის შევსებით ქმნის საკუთარ პროფილს და თავად არეგისტრირებს მოსწავლეს/მოსწავლეებს.
• ღია კარის დღე - დისტანციურ ფორმატში მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მზიურის სასწავლო პროცესისა და ტესტირების შესახებ. დასწრება სავალდებულოა.
• ტესტირება - ტესტირების მიზანია მოსწავლეს შევთავაზოთ მისთვის მიზანშეწონილი კურსი. მსურველთა ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ცხრილის არჩევისა და მზიურში ჩარიცხვის უპირატესობა მაღალქულიან მოსწავლეებს ენიჭებათ. მსგავსი ლოგიკური ტიპის ამოცანები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
• გასაუბრება - ტესტირების შედეგის გათვალისწინებით ონლაინ ფორმატში მიიღებთ რეკომენდაციას კონკრეტულ სასწავლო კურსზე და განმარტებას ცხრილის არჩევის პროცედურაზე.
• ცხრილის არჩევა - მზიურისგან მიღებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ადგენთ სასურველი ჯგუფებისა და მეცადინეობათა ცხრილის პრიორიტეტულ სიას.
• ჩარიცხვა - ტესტირების შედეგებისა და პრიორიტეტული სიის გათვალისწინებით ავტომატურად ფორმირდება მოსწავლის ცხრილი. ელექტრონულად მიიღებთ ხელშეკრულებას. მოსწავლე ჯგუფში ჩარიცხულად ითვლება ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის პირველი ნაწილის გადახდის შემთხვევაში.
• ტესტირება, გასაუბრება, ცხრილის არჩევა და ჩარიცხვა ხდება სექტემბერში.