მზიურელების მორიგი წარმატება

მზიურელების მორიგი წარმატება

11-19 თებერვალს, რუმინეთში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ოლიმპიადაში საქართველო 2 გუნდით იყო წარმოდგენილი და მონაწილეებმა 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თარაშ დოლაბერიძემ, ნინო ჩხაიძემ და ირაკლი სულამანიძემ ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ოთარ გაგნიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანდრია ბერიძე.

 ვამაყობთ, რომ ყველა მოსწავლე მზიურელია და ვულოცავთ მათ, მათ მშობლებს, მასწავლებლებს ამ წარმატებას. #წარმატებულიმზიურელები

Mar 14 2022