ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა

ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა

მიმდინარე წლის 15-16 მაისს ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები.

ტურების შედეგად დაკომპლექტდა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები.

ნაკრებების წევრებს შორის ძირითადად გამოცდილი მზიურელები არიან, რომელთა მონაპოვარში უკვე არის არა ერთი მედალი. 

უმცროსი ასაკის მზიურელებს შორის კი ისეთებიც არიან, რომელთათვის ეს პირველი ნაბიჯია საერთაშორისო დონეზე, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ მცდელობა უკანასკნელი არ იქნება.

მზიურის კურსდამთავრებულთა ინიციატივის საფუძველზე ყველა მათგანის სწავლას მზიურში მომავალი წლიდან სკოლის დამთავრებამდე კურსდამთავრებულები დააფინანსებენ.

ეროვნულ ნაკრებში არიან:

  • გიორგი ნადარეიშვილი
  • არჩილ ბასაძიშვილი
  • გიორგი კობახია
  • ლუკა მოსიაშვილი

ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს 33-ე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც 19-25 ივნისს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ოლიმპიადას სინგაპური უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომლის მასპინძელი საქართველო იქნება.

საქართველო, როგორც მასპინძელი, ოლიმპიადაზე ორ გუნდს წარადგენს.

პირველი ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  • ნინო ჩხაიძე
  • საბა მახნიაშვილი
  • თარაშ დოლაბერიძე
  • ვატო ჩაჩანიძე

მეორე ნაკრები ასეთია:

  • ოთარ გაგნიძე
  • დავით ძაძამია
  • გელა კირვალიძე
  • გვანცა ხვედელიძე

მზიურის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ამ დიდ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

 

 

 

May 22 2021