მზიურში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით:
ფასისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ სასურველ კურსზე სასწავლო სტრუქტურაში
სასწავლო პროცესი იწყება სექტემბერ-ოქტომბერში და მთავრდება მაის-ივნისში.
მზიურის დასვენების დღეები ძირითადად ემთხვევა სასკოლო არდადეგებს (გარდა საგაზაფხულო არდადეგებისა). კონკრეტული დასვენების დღეები მითითებული იქნება ხელშეკრულებაში.
ცენტრს მუდმივი კავშირი აქვს მშობლებთან. დირექცია მშობელს სისტემატურად აწვდის ინფორმაციას შვილის მოსწრება/დასწრების შესახებ. სასწავლო წლის განმავლობაში ორივე სემესტრის ბოლოს ტარდება მშობელთა კრება.
მოსწავლეს სწავლა ერთდროულად რამდენიმე პროფილურ კურსზე შეუძლია.
ყოველი სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი.