კონკურსის ორგანიზატორები არიან:
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ჩატარების ადგილი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური დარბაზი (რუსთაველის #6)
ჩატარების დრო: 17 ივნისი 15.00 სთ.
მოკლე ინფორმაცია: კონკურსი „იმედი ხვალის-2017“ ჩატარდა 4 ივნისს (1-ლი ტური) და 11 ივნისს (მე-2 ტური).
კონკურსის მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
კონკურსში მონაწილეობენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა საბოლოო შედეგები და გამარჯვებულებმა მიიღეს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.
დაჯილდოების ცერემონიაზე, ტრადიციის მიხედვით, მონაწილეებს დიპლომები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელებმა, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.
კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს.
მზიურის «ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის» შესახებ იხილეთ ჩვენ ვებგვერდზე.
კონკურს «იმედი ხვალის» შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ვებ-გვერდზე.
დაჯილდოების ამსახველი მასალა იხილეთ ჩვენ ფეისბუქგვერდზე.