fbpx
Menu Close

სტატიები

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება

გასულ სასწავლო წელს მზიურში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სასწავლო კურსმა – “კომპიუტერული თამაშების პროგრამირება”. კურსი ითვალისწინებს თამაშების შესაქმნელი ტექნოლოგიის 3D Unity-ს შესწავლას.

ეს ტექნოლოგია უკანასკნელ წლებში ძალიან პოპულარული გახდა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ყოველდღიურად იზრდება ამ ტექნოლოგიის მომხმარებელთა რაოდენობა. პერიოდულად იმართება ე.წ. “გეიმჯემები” – კონკურსები, რომლის მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან კომპიუტერული თამაშების შექმნაში.
კურსი მიჰყავდა პავლე ტაბატაძეს. პავლე ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი და პირველი ქართული გეიმჯემის გამარჯვებულია.

ღია კარის დღეზე”, რომელიც ა.წ. 2 ივნისს ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მასწავლებლებმა წარმოადგინეს იმ კურსების პრეზენტაცია, რომლებსაც თვითონ ასწავლიან. პრეზენტაციების მიზანია, მსმენელებს დავეხმაროთ მათთვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი კურსის არჩევაში.
პავლემ წარმოადგინა კომპიუტერული თამაშების პროგრამირების კურსის პრეზენტაცია.
ამის შემდეგ პავლემ წარმოადგინა მისი ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების ვიდეოები, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ:
ლუკა ჩხაიძე
ნიკოლოზ ჭანტურიძე
ბექა ბარბაქაძე
ნიკოლოზ ჯორბენაძე
თორნიკე შატბერაშვილი
ოთარ ნიკურაძე
დავით ჩვამანია

ვფიქრობთ, რომ ეს კურსი ახლო მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი გახდება მზიურის კურსების შორის.

Posted in კომპიუტერული თამაშების პროგრამირება, მზიურელები