fbpx
Menu Close

სტატიები

“ღია კარის დღე” მზიურში

გასულ სასწავლო წელს კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი მზიურში. შარშან, სასწავლო წლის ბოლოს, პირველად ჩავატარეთ “ღია კარის დღე”. ამ ღონისძიებამ იმდენი კარგი გამოხმაურება მიიღო, რომ გადავწყვიტეთ, ყოველ წელს ჩავატაროთ სასწავლო წლის ბოლოს.

წლევანდელ “ღია კარის დღეზე”, რომელიც ა.წ. 2 ივნისს ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მასწავლებლებმა წარმოადგინეს იმ კურსების პრეზენტაცია, რომლებსაც თვითონ ასწავლიან. პრეზენტაციების მიზანია, მსმენელებს დავეხმაროთ მათთვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი კურსის არჩევაში. როგორც წესი, პრეზენტაციებში აღნიშნულია ხოლმე შემდეგი მომენტები:
1. მოკლე ინფორმაცია ინსტრუმენტის შესახებ: როდის და რა მიზნით შეიქმნა, რამდენად არის გავრცელებული, რა სფეროებში გამოიყენება და ა.შ.
2. კურსის დამთავრების შემდეგ მოსალოდნელი შედეგები: რა ცოდნა და უნარები ექნებათ მას შემდეგ, რაც კურსს დაამთავრებენ და რა გაგრძელება შეიძლება აირჩიონ სამომავლოდ;
3. კურსის აღების წინაპირობა: რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდნენ მოცემული კურსის წარმატებით დასაძლევად;
4. რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სწავლის პროცესი: დაახლოებით რამდენ დროს წაართმევს კვირაში საშინაო დავალებებსა და პროექტებზე მუშაობა.
5. სილაბუსის (საკითხების ჩამონათვალის) შესახებ ძალიან მოკლე ინფორმაცია, დეტალების გარეშე.
ასევე, მოკლე ინფორმაცია სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ.
6. მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები.

პრეზენტაცია გახსნა მზიურის დირექტორმა გია თოდრიამ.
პრეზენტაციები წარმოადგინეს მასწავლებლებმა: პავლე ტაბატაძემ – კომპიუტერული თამაშების პროგრამირება და პროგრამირება Android გარემოში.
ბექა ჭელიძემ – პროგრამირების ენა Java, სწავლების პირველი წელი.
სოსო გობრონიძემ – პროგრამირების ენა Java, სწავლების მე-2 წელი.
დიმიტრი ქარაულმა – პროგრამირების ენა C++, ვებპროგრამირების სწავლების პირველი და მე-2 წელი.
გიორგი შავაძემ – პროგრამირების ენა C#.
 

 

Posted in პრეზენტაცია, ღია კარის დღე