fbpx
Menu Close

სტატიები

რომელი პროგრამირების ენა შევისწავლო და რატომ?

კომპიუტერული მეცნიერებები და პროგრამირება მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. ადრე ითვლებოდა, რომ აღმოჩენები მხოლოდ მეცნიერთა პრეროგატივა იყო. დღევანდელ რეალობაში კი “ჩვეულებრივი” ადამიანები ქმნიან ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც კაცობრიობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ტექნოლოგიური მიღწევები ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას: როგორ ვუკვეთავთ საჭმელს, ვმგზავრობთ, ვერთობით, ვსწავლობთ ან ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები, თავისი შინაარსით ხდებიან ტექნოლოგიური. შესაბამისად შრომის ბაზარზე იზრდება მოთხოვნა, კომპიუტერული უზრუნველყოფის ინჟინრებსა და მასთან დაკავშირებულ პროფესიონალებზე. მოთხოვნა მზარდია, დასაქმების შესაძლებლობები გლობალური, ანაზღაურება კი მაღალი.

კომპიუტერულ ცენტრ მზიურს პროგრამირების სწავლების 35 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი მოსწავლეები კარიერას მსოფლიოს და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში აგრძელებენ. მათი წარმატების შესახებ შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგებში შეიტყოთ.

მზიურის პროგრამირების სკოლაში მოსწავლის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით კურსების ფართო არჩევანია. აღსანიშნავია, რომ პროგრამირების პროფესია მუდმივ სწავლას და განვითარებას მოითხოვს. ერთ-ერთ ენაში დახელოვნება, აიოლებს სხვა ტექნოლოგიების შესწავლას. გამოცდილი პროფესიონალები, მათ წინაშე მყოფი ამოცანიდან გამომდინარე ირჩევენ შესაბამის ენას. Python, Javascript და C++ ყველაზე მოთხოვნად ენებს შორის სახელდება.

PythonStatista პაითონს ასახელებს ერთ-ერთ ტოპ პროგრამირების ენად. ის ითვლება ობიექტზე ორიენტირებულ ენად და ცნობილია დინამიური სინტაქსით. გასაგები წაკითხვადობა მისი მთავარი მახასიათებელია. ამის გამო ხშირად ურჩევენ დამწყებებს. პაითონი გამოიყენება როგორც ვებ აპლიკაციების შესაქმენელად, ასევე მონაცემთა მეცნიერებაში და ის ხელოვნური ინტელექტის დეველოპერების რჩეული ენაა.

Javascript – ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენაა და ფუნქციური დაპროგრამირების ენად იწოდება. ის სისწრაფით გამოირჩევა და ძირითადად ვებ გვერდების შესაქმნელად გამოიყენება. ნებისმიერი საიტი იყენებს ჯავასკრიპტს ან მის ბიბლიოთეკებს. მისი გამოყენების არეალი უფრო ფართოა. მაგალითად, გამოიყენებენ ბლოქჩეინ აპლიკაციების შექმნისას.

C++ – ერთ-ერთი უძველესი ენაა, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება და ვითარდება. შეიძლება ითქვას, ის ყველაზე რთული და ამავდროულად სავალდებულო ენაა, მათთვის ვისაც კომპიუტერული მეცნიერების კუთხით სურს განვითარება. მისი მეშვეობით იქმნება ოპერაციული სისტემები და გაიგებთ როგორ მუშაობს კომპიუტერი.

მზიურში პროგრამირების შესწავლა მე-4 კლასიდან არის შესაძლებელი. უმცროს კლასელებისთვის სპეციალური სასწავლო მოდული შევიმუშავეთ, რომელიც მიზნად ისახავს აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები ლოგიკას და ალგორითმებს შეისწავლიან, რაც მათ არამარტო პროგრამირების შესწავლაში ეხმარებათ.

გაეცანით ჩვენი კურსების ჩამონათვალს დეტალურად ჩვენს ვებგვერდზე და დარეგისტრირდით აქ!

Posted in პროგრამირება