fbpx
Menu Close

სტატიები

მზიური 35 წლისაა!

მზიურის ისტორია 1987 წელს იწყება, როცა კომპიუტერი ჯერ კიდევ იშვიათი მოწყობილობა იყო საქართველოს რეალობაში. მას შემდეგ, 35 წელია მზიურის მთავარი მისია ნიჭიერი და მონდომებული ბავშვების აღმოჩენა და მათთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნაა, რათა მათ ხელი შეუწყოს საკუთარი უნარებისა და ინტერესების განვითარებასა და რეალიზებაში.

მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა (მე-3 – მე-7 კლასების მოსწავლეებისთვის), რომელიც საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის მოსწავლეებისთვის, ვისაც მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესება, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების სიღრმისეული შესწავლა სურთ. აქ მათ ხვდებათ საკუთარი ტალანტის განვითარებისა და საუკეთესო სასწავლო გამოცდილებების მიღების შესაძლებლობა, ამიტომაც ვუწოდეთ პროგრამას “ტალანტების ფაბრიკა”.

უფროსკლასელებისთვის, მე-8 კლასიდან, უკვე პროგრამირების ენებისა და პრინციპების სიღრმისეული შესწავლაა შესაძლებელი. ჩვენთან, სწავლის პერიოდში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოცადონ საკუთარი თავი, მიიღონ მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება. მზიურელები მუდმივად მონაწილეობენ მათემატიკისა და ინფორმატიკის ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სადაც ხშირად იმსახურებენ უმაღლესი ხარისხის ჯილდოებს. ჩვენ ვამაყობთ მზიურელების შთამბეჭდავი მიღწევებით ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე. მათ მიერ მოპოვებულ ჯილდოებს შორისაა 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.

სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება მათ მომავალში დაფინანსება მოიპოვონ და სწავლა გააგრძელონ მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო უნვერსიტეტებში, როგორიცაა Massachusetts Institute of Technologies (MIT), American Military Academy (West Point), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა. გარდა ამისა, ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox, Quora, Palantir, Asana და სხვა. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ მათ წარმატებებში, როგორც თავად აღნიშნავენ, წვლილი ჩვენც შევიტანეთ.

35 წლის შემდეგ, ახალ ლოკაციაზე, სიახლეებით და ამბიციური გეგმებით ვაგრძელებთ საქმიანობას და გვჯერა, კიდევ ბევრ თაობას დავეხმარებით სწავლასა და განვითარებაში.

Posted in მზიურის ისტორია