საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა
ლოგიკის ორწლიანი სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ორი (ან ერთი) სასწავლო წელი, თითოეულ წელს 99 გაკვეთილი (198 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: პროგრამაში ჩართვა შეუძლია მე-4 , მე-5 ან მე-6 კლასის მოსწავლეს. მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც გამიზნულად უნდათ მხოლოდ ლოგიკის შესწავლა, ან მოსწავლეები, რომლებმაც შესარჩევ კონკურსში დაბალი შედეგი აჩვენეს და უნდათ ლოგიკური აზროვნების განვითარება, რათა მომავალი წლიდან მოხვდნენ ჩვეულებრივ პროგრამაზე.

 ერთი წლის  ღირებულება:  900 ლარი.

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია ლოგიკური აზროვნების განვითარება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

  • იცნობს მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების სტანდარტული ტიპების ამოხსნების გზებს.

კურსის პროგრამის  შინაარსი:

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ 1.5 საათის ოდენობით. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო თუ დამოუკიდებელი წერებით. მიმდინარეობს მოსწავლეების შეფასებები სხვადასხვა კრიტერიუმებით. ამის მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგიზაცია.

სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს