საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

სკოლებთან ურთიერთობა

მზიური დაარსების დღიდან დიდ ყურადღებას უთმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ურთიერთობის საკითხებს. დაგროვილი გვაქვს განათლების მმართველობითი სტრუქტურების მუშაკებთან, სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.ცენტრში მუდმივად ფუნქციონირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი სხვადასხვა კურსები სპეციალურად სკოლის მასწავლებლებისათვის. 2009-2011 წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით მზიურმა და საგანმანათლებლო ასოციაცია "გრენამ" ერთობლივად თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ინფომენეჯერებისთვის ჩაატარეს "სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების" კურსი. 
   საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრიმზიური თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს თავაზობს მომსახურების პაკეტს. პაკეტი გამიზნულია იმ სკოლებისათვის, რომელთაც აქვთ თავიანთ საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის რეალური სურვილი და შესაძლებლობა.  
პაკეტი შედგება სხვადასხვა სახის მომსახურებისაგან. კერძოდ:
საკონსულტაციო მომსახურება;     
ტექნიკური მხარდაჭერა; 
კურსები სკოლის პერსონალისთვის. 

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს