კომპიუტერული კურსები მომხმარებლისათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. მოპოვებული აქვს გამარჯვებები UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებში ტრენინგების ჩატარების ტენდერებში.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
საბაზო კურსი, პირველი დონე

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი. მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2სთ. გრაფიკი შედგება დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  წინაპირობის გარეშე.
კურსის მიზანი: ხელი შეუწყოს მსმენელს თავის საქმიანობაში ჩართოს საინფორმაციო ტექნოლოგიები. ეს კურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძ­ვე­ლია. ამ კურსის გავლის გარეშე შეუძლებელია ინფორმაციის დამუშავების უფრო რთული  ან პროფილური ტექნოლოგიების შესწავლა.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები:
მსმენელი:

  • აითვისებს კომპიუტერთან მუშაობის საბაზო უნარ-ჩვევებს;
  • შეძლებს იმსჯელოს პროგრამული უზრუნველყოფის სახეებზე, კომპიუტერის  მოწყობილობების ძირითად მახასიათებლებზე და ეცოდინება მათი მომართვა;
  • იმუშავებს  ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის დონეზე,  თავისუფლად და ტექნოლოგიურად სწორად გამოიყენებს საოფისე პროგრამების პაკეტიდან  Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint პროგრამების პირველი დონის შესაძლებლობებს;
  • შეძლებს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ელ. ფოსტით და სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტით სარგებლობას;
  • შეძლებს  ათვისებული ცოდნის საკუთარ საქმიანობაში  გამოყენებას.

პროგრამის შინაარსი:

კურსი შედგება  შვიდი მოდულისაგან:

  • საწყისი ცნობები კომპიუტერის შესახებ.
  • ოპერაციული სისტემა- Windows, Acrobat, Nero, Movie Maker.
  • ტექსტური პროცესორი MsWord.
  • ელექტრონული ცხრილი Ms Excel.
  • საპრეზენტაციო პროგრამა Ms PowerPoint.
  • ინტერნეტი - ინფორმაციის მოძიება, შენახვა, ელ-ფოსტით და skype-ით სარგებლობა.
  • ლოკალური ქსელი.