ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიები
MS Access
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.
მეცადინეობათა ინტენსივობა : მეცადინეობის ხანგრძლივობა -1 ან 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი : მსმენელს უნდა შეეძლოს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება და უნდა იცოდეს Excel -ის პირველი დონე.
კურსის ღირებულება: 700 ლარი (1 საათის ფასი 35 ლარი)
კურსის მიზანი და ამოცანები: მსმენელს გააცნოს მონაცემთა ბაზის შექმნისა და მართვის სისტემა Ms Access და გამოუმუშავოს ამ პროგრამის ეფექტურად გამოყენების უნარი.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები :
მსმენელი:
- შეძლებს მონაცემთა ბაზის დაპროექტებას, შექმნასა და გამოყენებას მომხმარებლის დონეზე.
- გაიაზრებს ათვისებული უნარის საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობებს.
პროგრამის შინაარსი :
- ზოგადი ინფორმაცია მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებისა და პროგრამების შესახებ.
- მზა ბაზების ექსპლუატაციის უნარ-ჩვევები;
- მონაცემთა ბაზის პროექტის შექმნის ეტაპები: ამოცანის ჩამოყალიბება, მონაცემების ანალიზი, ცხრილების სტრუქტურის შექმნა, მოთხოვნების, ფორმების, ანგარიშების ჩამოყალიბება, სამომხმარებლო ინტერფეისის და პროგრამის მაკეტის შექმნა, ტესტირება და სრულყოფა;
- მონაცემთა ბაზისა და ცხრილების შექმნა; ველებთან და ჩანაწერებთან მუშაობა;
- მონაცემების შეტანის წესები და მათი შექმნა;
- ცხრილებს შორის რელაციური კავშირი, მათი ტიპები და შექმნა;
- მოთხოვნების შექმნა და მოდიფიცირება;
- ფორმის შექმნა და მოდიფიცირება;
- ანგარიშის შექმნა და მოდიფიცირება;
- მაკროსების შექმნა და რედაქტირება;
- მონაცემების იმპორტ-ექსპორტი;
- დიაგრამებთან მუშაობა.