გამოსადეგი რესურსები უცხოეთში სწავლის მსურველთათვის

1. ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი”.
http://www.cie.ge/
ამ ფონდში გაიგებთ ბევრ ინფორმაციას უცხოური უნივერსიტეტების შესახებ. აქვე არის კარგი ბიბლიოთეკა, სადაც არის მისაღები გამოცდებისათვის მოსამზადებელი ბევრი ლიტერატურა.
Continue reading “გამოსადეგი რესურსები უცხოეთში სწავლის მსურველთათვის”

შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან

გამოცდილების გაზიარების მიზნით მზიურში ეწყობა ხოლმე შეხვედრები წარმატებულ მზიურელებთან, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან უცხოურ ტექნოლოგიურ კომპიანიებში მუშაობენ. ეს შეხვედრები დღევანდელი მოსწავლეებისთვის არ არის მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალება. ყოფილი მზიურელების წარმატება მათთვის ნათელი და ხელშესახები მაგალითია, რაც სათანადო სტიმულსა და მუხტს აძლევს სამომავლო ძალისხმევისთვის.
ასეთი შეხვედრა ჩატარდა მზიურში გასული წლის მიწურულს. Continue reading “შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან”

აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ბოლო პერიოდში სასკოლო ოლიმპიადები გარკვეულწილად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის სასკოლო საგნები, რომლებშიც საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია და ასტრონომია.
Continue reading “აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში”

კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ელენე მაჩაიძე აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT – Massachusetts Institute of Technology) მიიღეს და მომავალი სექტემბრიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იქნება. Continue reading “კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში”