ჟაუტიკოვის ოლიმპიადა

ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ოლიმპიადაა, სადაც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მზიურელები და წარმატებებსაც აღწევენ.

წლევანდელი შედეგი განსაკუთრებით ტრიუმფალური იყო ქართველი მონაწილეებისთვის. ნიკა ბირკაძემ ქულების მაქსიმუმი მოაგროვა და ის ერთადერთი იყო ოლიმპიადის მრავალრიცხოვან მონაწილეთა შორის, ვინც მაქსიმალური ქულების მოპოვება მოახერხა.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადის შესახებ მოგვითხრობს საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი. იგი წლების განმავლობაში ამ ოლიმპიადის ჟიურის წევრია და ძალიან კარგად იცნობს როგორც ოლიმპიადის ისტორიას, ასევე ქართველი მოსწავლეების წარმატებას ამ ოლიმპიადაზე.

Continue reading “ჟაუტიკოვის ოლიმპიადა”

მზიურის მოსწავლეების ოლიმპიური გზა ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიებამდე

ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ადამიანებს აღარ უწევთ უამრავი რუტინული სამუშაოს ხელით შესრულება, რაც ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებაა. რამდენიმე ათეული წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნში აღწერილი მომავალი რეალური გახდებოდა, თუმცა კაცობრიობას ამ მისიის შესრულება არ გასჭირვებია. დღეს რომ წერილების გასაგზავნად ათეულობით კილომეტრის გავლა არ გვიწევს და ამას ერთი მოწყობილობიდან ვასრულებთ, მობილურით რომ ფაქტობრივად ყველაფრის შესრულება შეგვიძლია, ჩვენს ფინანსებს რომ წამის მეათასედში ვაკონტროლებთ – ეს ყველაფერი ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა, რაც ვერ მოხდებოდა, რომ არა თანამედროვედ, ჩარჩოებს გარეთ მოაზროვნე ახალგაზრდები.

მზიური კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ცენტრია, რომელშიც არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა სწავლობს. ორგანიზაციამ სახელი არამხოლოდ მისი საქმიანობით, არამედ წარმატებული მოსწავლეების მიღწევებითაც გაითქვა. მზიურის ყოფილი და მოქმედი მოწაფეები უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები არიან არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამგვარი აღიარება მარტივი მისაღწევი არ ყოფილა, რადგან მას წინ უძღოდა დაუღალავი შრომა, მეცადინეობა და რაც მთავარია, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები.

Continue reading “მზიურის მოსწავლეების ოლიმპიური გზა ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიებამდე”

როგორ დაიწყეს მზიურელებმა?

მზიურის კურსების განრიგიდან და აღწერიდან ვხვდებით, რომ აქ სწავლის პროცესი ხანგრძლივია და მოსწავლეს უწევს დიდი ენერგიისა და დროის ხარჯვა. რა გზას გადიან  მზიურელები სწავლის პროცესში? რა პერსპექტივები აქვთ მათ მონდომებისა და პრაქტიკის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად, შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენი კურსდამთავრებულების ბიოგრაფიებს.

Continue reading “როგორ დაიწყეს მზიურელებმა?”

როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესახებ

საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, International Olympiad in Informatics (IOI), არის უმაღლესი რანგის ყოველწლიური საერთაშორისო პროგრამირების კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, რასაც თან ახლავს სოციალური და კულტურული პროგრამები. IOI არის ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან ერთ-ერთი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი. ოლიმპიადის სპონსორები არიან იუნესკო და ინფორმაციის დამუშავების საერთაშორისო ფედერაცია (IFIP).

Continue reading “როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე”

მათემატიკური ჭიდილი

შეჯიბრება, რომელშიც დამარცხებულები არ არსებობენ

ჩვენში ეს შეჯიბრი წლების წინ საკმაოდ პოპულარული იყო და აქტიურად ტარდებოდა სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებები. დღეისათვის, სამწუხაროდ, ძალიან მივიწყებულია და, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება მისი აღდგენა.
თამაშის ფაბულა გარკვეულწილად წააგავს საყოველთაოდ ცნობილ ტელეშოუს – “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” შეჯიბრებას. Continue reading “მათემატიკური ჭიდილი”

2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა”

2016-17 სასწავლო წელი ქართველი მოსწავლეებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე. განსაკუთრებით წარმატებული იყო ეს წელი მზიურელებისათვის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე.

წელს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებებმა ინფორმატიკის სამ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპადაზე იასპარეზეს და სამივე ოლიმპიადაზე იყოჩაღეს. Continue reading “2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა””

რა უნდა ვიცოდეთ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ.

მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველ მოსწავლეთა წლევანდელმა წარმატებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პრესა და ტელევიზია ქართველი მოსწავლეების წარმატების გაშუქებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. საზოგადოებისა და მასმედიის ასეთი ინტერესი, თავის მხრივ, მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს და სასიკეთო გავლენას ახდენს მოსწავლეთა საოლიმპიადო მოძრაობაზე. Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ.”

მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის – 2017“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

კონკურსის ორგანიზატორები არიან:
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
Continue reading “მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის – 2017“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია”

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება

გასულ სასწავლო წელს მზიურში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სასწავლო კურსმა – “კომპიუტერული თამაშების პროგრამირება”. კურსი ითვალისწინებს თამაშების შესაქმნელი ტექნოლოგიის 3D Unity-ს შესწავლას.
Continue reading “კომპიუტერული თამაშების პროგრამირება”

“ღია კარის დღე” მზიურში

გასულ სასწავლო წელს კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი მზიურში. შარშან, სასწავლო წლის ბოლოს, პირველად ჩავატარეთ “ღია კარის დღე”. ამ ღონისძიებამ იმდენი კარგი გამოხმაურება მიიღო, რომ გადავწყვიტეთ, ყოველ წელს ჩავატაროთ სასწავლო წლის ბოლოს.

Continue reading ““ღია კარის დღე” მზიურში”