სიახლეები

მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე – კიდევ ორი წარმატებული მზიურელი

წარმოიდგინე, რომ დაიწყე მუშაობა შენთვის საინტერესო კომპანიაში სასურველ პოზიციაზე, ნელ-ნელა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიც შენით ინტერესდებიან, გაქვს მრავალი შემოთავაზება და ხვდები, რომ შენთვის წარმატების ყველა კარი ღიაა. ალბათ, ფიქრობ, ძალიან რთულია მიაღწიო ამ მიზნებამდე, რომ ეს არ შეგიძლია… აქ კი, გირჩევთ ცოტა ხანს შეაჩერო შენი ფიქრები…… Read More »მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე – კიდევ ორი წარმატებული მზიურელი

ლოგიკური ამოცანების ამოხსნა იზოლაციის პერიოდს მთელი ოჯახისთვის სახალისოს გახდის

თვითიზოლაციის პერიოდში ბავშვების გართობა და ამავდროულად განათლებაზე ზრუნვა დიდ ძალისხმევას და ფანტაზიის უნარს მოითხოვს მშობლებისგან.

სახალისო ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ერთ-ერთი საშუალებაა ავარჯიშოთ ბავშვების გონება და თან ეს მთელი ოჯახის ჩართულობით და თამაშ-თამაშით გამოგივიდეთ.

Read More »ლოგიკური ამოცანების ამოხსნა იზოლაციის პერიოდს მთელი ოჯახისთვის სახალისოს გახდის

ნიკა ლოსაბერიძე

ამჯერად კიდევ ერთ მზიურელ – ნიკა ლოსაბერიძეზე მოგიყვებით.
ნიკამ 2016 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის სკოლა გიმნაზია და სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა) გააგრძელა. ამჟამად ის მე-4 კურსის სტუდენტია.

Read More »ნიკა ლოსაბერიძე

სანდრო ცხოვრებოვი

დღეს კიდევ ერთ წარმატებულ მზიურელს – სანდრო ცხოვრებოვს გაგაცნობთ.

სანდრომ 2015 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური N199 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა), რომელიც წარმატებით დაამთავრა 2019 წელს.

Read More »სანდრო ცხოვრებოვი

მზიურელები მზიურელებისთვის

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას: ‘’მზიურელები მზიურელებისთვის’’.

წარმატებულ მზიურელებზე საუბრისას აღვნიშნავთ ხოლმე, რომ ბევრი მათგანი ახერხებს, რომ უნივერსიტეტში სწავლისა ან მუშაობის პარალელურად მზიურშიც ასწავლოს და თავისი გამოცდილება უმცროსებს გადასცეს. სხვადასხვა სტატიებში ჩვენ უკვე გესაუბრეთ ზურაბ კუციაზე, ელენე მაჩაიძეზე, ლევან ილაშვილზე, ნიკა სვანიძეზე, ნიკა ბირკაძესა და გიორგი კლდიაშვილზე – მზიურელებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მზიურში ასწავლიდნენ. ამჯერად კი გვინდა გაგაცნოთ ორი ახალგაზრდა: ნიკა სალია და დავით ხვედელიძე.

Read More »მზიურელები მზიურელებისთვის

ნიკა ნადირაძე – მზიურელი, რომელიც დღეს Facebook-ში მუშაობს

დღეს გვინდა კიდევ ერთი წარმატებული მზიურელის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც მზიურში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, Facebook-ამდე გავლილი გზის შესახებაც მოგიყვებათ. როგორც ნიკა იხსენებს, ყველაფერი თითქოს ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო.

Read More »ნიკა ნადირაძე – მზიურელი, რომელიც დღეს Facebook-ში მუშაობს

რა არის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზი?

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) შესახებ მცირე ინფორმაცია გასულ წელს გვქონდა სათანადო სტატიაში.
ამ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ცნობამ იმის შესახებ, რომ ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ეს ინფორმაცია ბევრმა ინტერნეტგაზეთმა გამოაქვეყნა. იგივე ინფორმაცია გაიმეორა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმაც.
საზოგადოების ასეთმა ინტერესმა გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა.

Read More »რა არის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზი?

გიორგი ხარშილაძე – ბიჭი, რომელიც 22 წლის ასაკში აშშ-ში წამყვან კომპანიაში მუშაობს

პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა ცხოვრების მთავარი არჩევანის განმსაზღვრელიც აღმოჩნდეს. ჩვენ უკვე მოგიყევით ორი მზიურელის ისტორია, რომლებმაც მზიურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათი ისტორიები ჩვენი მკითხველისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, ამიტომ ვაგრძელებთ წარმატებული მზიურელების ისტორიების მოყოლას.

დღეს გიამბობთ კიდევ ერთ მზიურელზე, რომელმაც 2019 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში დაიწყო მუშაობა. გიორგი ხარშილაძე 1997 წელს დაიბადა და 22 წლის ასაკში უკვე დიდ მწვერვალებს იპყრობს, რაც მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა. ივნისიდან ის უკვე Viagogo-ს, ბილეთების გაყიდვის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის Full-Stack Developer იქნება.

Read More »გიორგი ხარშილაძე – ბიჭი, რომელიც 22 წლის ასაკში აშშ-ში წამყვან კომპანიაში მუშაობს