მზიურის მოსწავლეების ოლიმპიური გზა ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიებამდე

ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ადამიანებს აღარ უწევთ უამრავი რუტინული სამუშაოს ხელით შესრულება, რაც ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებაა. რამდენიმე ათეული წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნში აღწერილი მომავალი რეალური გახდებოდა, თუმცა კაცობრიობას ამ მისიის შესრულება არ გასჭირვებია. დღეს რომ წერილების გასაგზავნად ათეულობით კილომეტრის გავლა არ გვიწევს და ამას ერთი მოწყობილობიდან ვასრულებთ, მობილურით რომ ფაქტობრივად ყველაფრის შესრულება შეგვიძლია, ჩვენს ფინანსებს რომ წამის მეათასედში ვაკონტროლებთ – ეს ყველაფერი ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა, რაც ვერ მოხდებოდა, რომ არა თანამედროვედ, ჩარჩოებს გარეთ მოაზროვნე ახალგაზრდები.

მზიური კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ცენტრია, რომელშიც არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა სწავლობს. ორგანიზაციამ სახელი არამხოლოდ მისი საქმიანობით, არამედ წარმატებული მოსწავლეების მიღწევებითაც გაითქვა. მზიურის ყოფილი და მოქმედი მოწაფეები უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები არიან არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამგვარი აღიარება მარტივი მისაღწევი არ ყოფილა, რადგან მას წინ უძღოდა დაუღალავი შრომა, მეცადინეობა და რაც მთავარია, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები.

Continue reading “მზიურის მოსწავლეების ოლიმპიური გზა ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიებამდე”

შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან

გამოცდილების გაზიარების მიზნით მზიურში ეწყობა ხოლმე შეხვედრები წარმატებულ მზიურელებთან, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან უცხოურ ტექნოლოგიურ კომპიანიებში მუშაობენ. ეს შეხვედრები დღევანდელი მოსწავლეებისთვის არ არის მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალება. ყოფილი მზიურელების წარმატება მათთვის ნათელი და ხელშესახები მაგალითია, რაც სათანადო სტიმულსა და მუხტს აძლევს სამომავლო ძალისხმევისთვის.
ასეთი შეხვედრა ჩატარდა მზიურში გასული წლის მიწურულს. Continue reading “შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან”