გიორგი ხარშილაძე – ბიჭი, რომელიც 22 წლის ასაკში აშშ-ში წამყვან კომპანიაში მუშაობს

პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა ცხოვრების მთავარი არჩევანის განმსაზღვრელიც აღმოჩნდეს. ჩვენ უკვე მოგიყევით ორი მზიურელის ისტორია, რომლებმაც მზიურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათი ისტორიები ჩვენი მკითხველისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, ამიტომ ვაგრძელებთ წარმატებული მზიურელების ისტორიების მოყოლას.

დღეს გიამბობთ კიდევ ერთ მზიურელზე, რომელმაც 2019 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში დაიწყო მუშაობა. გიორგი ხარშილაძე 1997 წელს დაიბადა და 22 წლის ასაკში უკვე დიდ მწვერვალებს იპყრობს, რაც მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა. ივნისიდან ის უკვე Viagogo-ს, ბილეთების გაყიდვის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის Full-Stack Developer იქნება.

Continue reading “გიორგი ხარშილაძე – ბიჭი, რომელიც 22 წლის ასაკში აშშ-ში წამყვან კომპანიაში მუშაობს”