2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა”

2016-17 სასწავლო წელი ქართველი მოსწავლეებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე. განსაკუთრებით წარმატებული იყო ეს წელი მზიურელებისათვის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე.

წელს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებებმა ინფორმატიკის სამ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპადაზე იასპარეზეს და სამივე ოლიმპიადაზე იყოჩაღეს. Continue reading “2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა””

რა უნდა ვიცოდეთ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ.

მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველ მოსწავლეთა წლევანდელმა წარმატებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პრესა და ტელევიზია ქართველი მოსწავლეების წარმატების გაშუქებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. საზოგადოებისა და მასმედიის ასეთი ინტერესი, თავის მხრივ, მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს და სასიკეთო გავლენას ახდენს მოსწავლეთა საოლიმპიადო მოძრაობაზე. Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ.”

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება

გასულ სასწავლო წელს მზიურში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სასწავლო კურსმა – “კომპიუტერული თამაშების პროგრამირება”. კურსი ითვალისწინებს თამაშების შესაქმნელი ტექნოლოგიის 3D Unity-ს შესწავლას.
Continue reading “კომპიუტერული თამაშების პროგრამირება”

შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან

გამოცდილების გაზიარების მიზნით მზიურში ეწყობა ხოლმე შეხვედრები წარმატებულ მზიურელებთან, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან უცხოურ ტექნოლოგიურ კომპიანიებში მუშაობენ. ეს შეხვედრები დღევანდელი მოსწავლეებისთვის არ არის მხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალება. ყოფილი მზიურელების წარმატება მათთვის ნათელი და ხელშესახები მაგალითია, რაც სათანადო სტიმულსა და მუხტს აძლევს სამომავლო ძალისხმევისთვის.
ასეთი შეხვედრა ჩატარდა მზიურში გასული წლის მიწურულს. Continue reading “შეხვედრა წარმატებულ მზიურელებთან”

კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ელენე მაჩაიძე აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT – Massachusetts Institute of Technology) მიიღეს და მომავალი სექტემბრიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იქნება. Continue reading “კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში”