როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესახებ

საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, International Olympiad in Informatics (IOI), არის უმაღლესი რანგის ყოველწლიური საერთაშორისო პროგრამირების კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, რასაც თან ახლავს სოციალური და კულტურული პროგრამები. IOI არის ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან ერთ-ერთი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი. ოლიმპიადის სპონსორები არიან იუნესკო და ინფორმაციის დამუშავების საერთაშორისო ფედერაცია (IFIP).

Continue reading “როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე”

2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა”

2016-17 სასწავლო წელი ქართველი მოსწავლეებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე. განსაკუთრებით წარმატებული იყო ეს წელი მზიურელებისათვის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე.

წელს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებებმა ინფორმატიკის სამ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპადაზე იასპარეზეს და სამივე ოლიმპიადაზე იყოჩაღეს. Continue reading “2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა””

აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ბოლო პერიოდში სასკოლო ოლიმპიადები გარკვეულწილად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის სასკოლო საგნები, რომლებშიც საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია და ასტრონომია.
Continue reading “აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში”