fbpx
Menu Close

სტატიები

გიორგი ხარშილაძე – ბიჭი, რომელიც 22 წლის ასაკში აშშ-ში წამყვან კომპანიაში მუშაობს

პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა ცხოვრების მთავარი არჩევანის განმსაზღვრელიც აღმოჩნდეს. ჩვენ უკვე მოგიყევით ორი მზიურელის ისტორია, რომლებმაც მზიურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათი ისტორიები ჩვენი მკითხველისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, ამიტომ ვაგრძელებთ წარმატებული მზიურელების ისტორიების მოყოლას.

დღეს გიამბობთ კიდევ ერთ მზიურელზე, რომელმაც 2019 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში დაიწყო მუშაობა. გიორგი ხარშილაძე 1997 წელს დაიბადა და 22 წლის ასაკში უკვე დიდ მწვერვალებს იპყრობს, რაც მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა. ივნისიდან ის უკვე Viagogo-ს, ბილეთების გაყიდვის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის Full-Stack Developer იქნება.

რა გზა გაიარა გიორგიმ ამ წარმატებამდე და რა იყო მისი მთავარი გამოწვევები? – გიორგი ხარშილაძე თავის ბავშვობაზე, პროგრამირებასთან პირველ შეხებასა და მზიურში გატარებულ წლებზე გვესაუბრა. ამბობს, რომ ტექნიკური საგნებით პატარაობიდანვე იყო გატაცებული და მშობლების გადაწყვეტილებით, მე-6 კლასში, კომაროვის სკოლაში გადავიდა. ახალ სკოლაში უამრავი მეგობარი შეიძინა, რომელთა ნაწილი სწორედ მზიურში სწავლობდა პროგრამირებას.

იმ დროს ამ ტერმინის აღქმა ჩემთვის მხოლოდ „ვინდოუსის გადაყენებით“ და „კომპიუტერების დაჰაკვით“ შემოიფარგლებოდა. ასე მოვხვდი მზიურში. დავიწყე სწავლა ისეთი რამის, რისი მნიშვნელობაც რეალურად არ მესმოდა“, – იხსენებს გიორგი.

კლასელების გავლენით, გიორგიმაც გადაწყვიტა მზიურში პროგრამირების შესწავლა და 2009 წელს დამწყები პროგრამისტების ჯგუფს შეუერთდა. გვიყვება, რომ პირველად გაუჭირდა სწორად აღქმა თუ რა შესაძლებლობები ჰქონდა პროგრამირებას, თუმცა რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.

თავიდან, ცოტათიგამიჭირდადამეკავშირებინაუბრალო a+b პროგრამა, როგორშემეძლორეალურცხოვრებაშიგამომეყენებინა. თუმცა, რამდენიმეგაკვეთილისშემდეგმივხვდი, რომამცოდნისგაღრმავებითშესაძლებელიიქნებოდაბევრადუფროკომპლექსურიპრობლემებისგადაჭრა. მათშორისისეთების, რომლებსაცადამიანებისაკუთარიგონებრივიშესაძლებლობებისხარჯზევერშეძლებდნენ, – ამბობს გიორგი.

მთავარი ცოდნა და უნარები, რომელმაც მომავალში უამრავი წარმატება მოუტანა, მისი აზრით, მზიურს უკავშირდება. თავდაპირველად C/C++ პროგრამული ენის შესწავლა დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი, ვებ დეველოპმენტის კურსის დრო დადგა. ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ კურსის დასასრულს მე-9 კლასში იყო და უკვე ნებისმიერი სირთულის საიტის აწყობა შეეძლო.

როდესაც C/C++ ორ-წლიანი კურსი დავასრულე, WebDevelopment-ის სწავლა. კომპიუტერული მეცნიერების ამ მიმართულებამ ალბათ ყველაზე მეტად მომხიბლა. კურსის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც დღემდე მადგება. კურსის ბოლოს შემეძლო, ნებისმიერი სირთულის საიტის აწყობა, რაც ჩემი აზრით, მე-9 კლასელი მოსწავლისთვის საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს ის.

მზიურში სწავლის პერიოდში იყო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებიც. 2009 წელს გიორგიმ პირველად სცადა ბედი მათემატიკის ოლიმპიადაში და მე-12 ადგილი დაიკავა, 2015 წელს კი თავისუფალი უნივერსიტეტის ედისონის ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო. 2018 წელს მიჩიგანის მათემატიკის ოლიმპიადაში გიორგიმ მეოთხე ადგილი მოიპოვა, რაც ცხადია, უდიდესი წარმატებაა.

მზიურში და საშუალო სკოლაში მიღებული განათლება გიორგის 2015 წელს დაუფასდა, როცა ახალგაზრდა პროგრამისტი ინდიანას შტატში, Earlham College-ში მიიღეს. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, გიორგის არც პირველი სამსახურის პოვნა გასჭირვებია, რადგან მას დიდი ცოდნა უმაგრებდა ზურგს. გვიყვება, რომ კოლეჯში ჩასვლისთანავე მარტივად შეძლო სტუდენური სამსახურის მოძიება და პირველივე წელს „პროგრამირების გამოყენებით ჯგუფში“ დაიწყო მუშაობა.

აღმოჩნდა, რომ კომაროვსა და მზიურში მიღებულმა ცოდნამ კომპიუტერული მეცნიერების დიდი ინტერესი გამიჩინა, შემაყვარა და სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე ამერიკაში, კერძოდ ინდიანას შტატში, Earlham College-ში მიმიღეს“, – ამბობს გიორგი.

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ აშშ-ში სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა გიორგი გვიყვება, რომ ბავშვობაში მიღებული ცოდნა ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარა. კოლეჯში მას არაერთხელ შეხვდა ისეთი ამოცანები, რომელიც თავის დროზე, ჯერ კიდევ მზიურში სწავლის პერიოდში, არაერთხელ ამოუხსნია. დღეს ის ბედნიერია, რომ ბავშვობაში სწორედ ეს პროფესია აირჩია და მზიურში მოხვდა.

ბავშვობაშიგამიმართლა, როდესაცდამაინტერესაიმმიმართულებამ. რომელზეცდღემდეძალიანდიდიმოთხოვნაა. ყველამოიხიბლაჩემიკომპიუტერულიუნარჩვევებით, ჯერკიდევსკოლისასაკშიმიღებულიგამოცდილებით. რათქმაუნდა, უნივერსიტეტშისწავლაცშედარებითგამიმარტივდა. მახსოვს, ბევრჯერშემხვდაისეთიტიპისამოცანა, რომელსაცკომაროვში, მზიურსათუნიუტონშივარჩევდი, – გვითხრა გიორგიმ.

მონდომება და შრომა ყოველთვის მოიტანს შედეგს და ამის ნათელი დასტურია გიორგის შემთხვევაც. 2019 წლის იანვარში, რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრების შემდეგ, ის Viagogo-ში, ნიუ-იორკის სათავო ოფისში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე, Full-Stack Developer-ად მიიწვიეს. დღეს მისი მიზანია მაქსიმალურად გაიღრმავოს არსებული ცოდნა და კარიერულად განვითარდეს, რაშიც აღნიშნული სამსახური ძალიან დაეხმარება.

2019 წლის მაისში, ოფიციალურად, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს ავიღებ და მოვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, უკვე The Empire State-დან“, – გვითხრა გიორგიმ.

Posted in მზიურელები, სწავლა უცხოეთში