fbpx
Menu Close

სტატიები

გამოსადეგი რესურსები უცხოეთში სწავლის მსურველთათვის

1. ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი”.
http://www.cie.ge/
ამ ფონდში გაიგებთ ბევრ ინფორმაციას უცხოური უნივერსიტეტების შესახებ. აქვე არის კარგი ბიბლიოთეკა, სადაც არის მისაღები გამოცდებისათვის მოსამზადებელი ბევრი ლიტერატურა.

2. ორგანიზაცია “კვალი”
www.kvali.org
ეს საითი ეკუთვნის ორგანიზაცია “კვალს”. ამ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა ხელის შეწყობა იმ ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც უნდათ უმაღლესი განათლების მიღება აშშ-ში.
საითზე არის ყველა ის აუცილებელი ინფორმაცია, რისი ცოდნაც აუცილებელია აშშ-ში სწავლის მსურველთათვის.
ამავე ორგანიზაციაში არის საუკეთესო ბიბლიოთეკა, რომელიც გამოგადგებათ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

3. ორგანიზაცია Collegeboard.
http://www.collegeboard.com
ამ საითზე გაიგებთ ყველაფერს ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. აქვე არის ამერიკული უნივერსიტეტების მონაცემთა დიდი ბაზა.

4. TOEFL-ის საითი
http://www.ets.org
ეს არის დაახლოებით ჩვენი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ანალოგიური ორგანიზაცია, რომელიც ამზადებს და იბარებს ამერიკულ უნივერსიტეტებში (კოლეჯებში) მისაღებ გამოცდებს (მათ შორის TOEFL-საც).
განყოფილება TOEFL-ში მოძებნით ყველაფერს ამ გამოცდის შესახებ.

5. ამერიკული საბჭოები:
http://www.americancouncils.ge/
ეს ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათაგან, რომელშიც ბარდება ამერიკულ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები.

6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
www.mes.gov.ge
ამ საითზე, განყოფილებაში სწავლება საზღვარგარეთ არის ხოლმე განცხადებები უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველთათვის.

7. www.scholarshipexperts.com
რეგისტრაციის შემდეგ საიტი გიგდებს სიას იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც იძლევიან სტიპენდიას.
ეს ორგანიზაციები ძრითადად არის უნივერსიტეტები და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები.

Posted in სწავლა უცხოეთში