ჩვენ შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური დაარსებულია 1987 წელს. ბოლო რეგისტრაცია გაიარა 2013 წლის 11 ივლისს სამართლებრივი ფორმით «შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება».საქმიანობის ძირითადი სფერო – თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კონცეპტუალური და მეთოდური საკითხების დამუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მოდელების შექმნა და რეალიზაცია სასწავლო პროცესში. ცენტრის საქმიანობიდან აღსანიშნავია სამი ძირითადი მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (მათ შორის ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა) კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ზრდასრულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერა ცენტრში ყოველწლიურად კომპიუტერულ განათლებას იღებს 300-ზე მეტი სკოლის ასაკის (IV-XII კლასი) მოსწავლე, სტუდენტი და უფროსი ასაკის მსმენელი, შექმნილია და პერიოდულად იხვეწება სხვადასხვა დანიშნულებისა და ხანგრძლივობის კომპიუტერული კურსები. სწავლებისათვის ცენტრში გამოყოფილია ოთხი კომპიუტერული კლასი, რომლებიც აღჭურვილია ლოკალურ ქსელში გაერთიანებული 10-11 პერსონალური კომპიუტერით, პროექტორით და სწავლებისათვის საჭირო სხვა მოწყობილობებით. სასწავლო ჯგუფის შედგენისას ყოველთვის დაცულია პრინციპი: ერთ კომპიუტერთან – ერთი მსმენელი. მზიური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონების სასწავლო კომპიუტერულ ცენტრებთან.