Menu Close

სიახლეები

შეხვედრა MIT-ის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 24 იანვარს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში წარმატებულ მზიურელებთან ტრადიციული შეხვედრა შედგა.

ამჯერად მოსწავლეებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მე-2 კურსის სტუდენტი ელენე მაჩაიძე და ამავე ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი კლდიაშვილი შეხვდნენ.

ელენე და გიორგი უნივერსიტეტში წასვლამდე მზიურში ასწავლიდნენ და ამ შეხვედრას მათი ყოფილი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა. “სტუმრებმა” ჯერ თავის საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე ისაუბრეს, შემდეგ კი მოსწავლეების მიერ დასმულ უამრავ შეკითხვას უპასუხეს.

ასეთი შეხვედრების ტრადიცია მზიურში დიდ ხანია არსებობს და დიდ ინტერესს იწვევს. მოსწავლეებს ხვდებიან ყოფილი მზიურელები, რომლებიც წარმატებით სწავლობენ უცხოურ უნივერსიტეტებში ან უკვე მუშაობენ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

მათი გამოცდილება და რჩევები ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის, მათთან კონტაქტი კი დიდი სტიმულია მომავალი წარმატებების გზაზე.

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის, სწავლა უცხოეთში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *