fbpx
Menu Close

სტატიები

ნიკა ნადირაძე – მზიურელი, რომელიც დღეს Facebook-ში მუშაობს

დღეს გვინდა კიდევ ერთი წარმატებული მზიურელის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც მზიურში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, Facebook-ამდე გავლილი გზის შესახებაც მოგიყვებათ. როგორც ნიკა იხსენებს, ყველაფერი თითქოს ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო.

ერთ დღეს დედამ ინტერნეტში მზიურის შესახებ ინფორმაცია ნახა, რის შემდეგაც გადაყვიტა შვილი სასწავლებლად ჩვენს ცენტრში მოეყვანა. მეექვსე კლასიდან მეთერთმეტე კლასამდე მზიურში სწავლების პერიოდზე ამბობს, რომ პირველ რიგში კარგი გარემო და ჭკვიანი მეგობრები მისცა, რომლების დღეს კარგ Tech კომპანიებში, უმეტესწილად კი Google-ში მუშაობენ. ასევე აღიშნავს, რომ მზიურში პროგრამირების ასეთი ადრეული ასაკიდან სწავლამ დიდი უპირატესობა მისცა სტუდენტობის პერიოდში.
– ტექნიკური გასაუბრებები, რომელიც ყველას უჭირს და მთავარი ბარიერია Tech კომპანიაში მოსახვედრად, ძალიან მეადვილება ოლიმპიადების გამოცდილების შემდეგ – ამბობს ნიკა.

ნიკამ 2014 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედლით, ხოლო 2017 წელს FIT (Florida Institute of Technology) Magna Cum Iaude დიპლომით დაამთავრა. სკოლის პერიოდში 4 ჯერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის ინფორმატიკის პირველ სამეულში. აგრეთვე იყო ბევრ საერთაშორისო ტურნირზე. აქვს ოქროს მედალი შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბულგარეთში. ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ჟუატიკოვის ოლიმპიადაზე ყაზახეთში. სამჯერ მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (ტაილანდში IOI2011, იტალიასა IOI2012 და ტაივანში IOI2014). მან უნივერსიტეტამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა, ბევრი გამოცდის, თემებისა და აპლიკაციების შემდეგ მიიღეს, მაგრამ დაფინანსება მხოლოდ ნაწილობრივ მოიპოვა. პირველ წლებში დარჩენილი თანხის დიდი ნაწილი განათლების სამინისტრომ, ნაწილი დედამ გადაუხადა. შემდეგ წლებში კი სწავლის გადასახადი ზაფხულში საკუთარი გამომუშავებული ფულით დაფარა.
– სტუდენტობის პერიოდში საოლიმპიადო პროგრამირებისთვის ბევრი ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემი უნივერსიტეტის გუნდის სახელით ICPC-ზე გამოვდიოდი. ყველაზე მაღალი შედეგი 15-16 ადგილი იყო ჩრდილო ამერიკაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რეგულარულად 5-8 ადგილზე ვიყავით. ICPC-ზე კარგი ადგილის აღების გამო დამიკავშირდნენ Facebook-იდან და პირველი კურსიდან ყოველ ზაფხულს ინტერნად ვმუშაობდი – იხსენებს ნიკა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკა უკვე კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად და Facebook-ში, კონკრეტულად Oculus-ში დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტმა უპირველეს ყოვლისა კარგი განათლება და ამერიკაში დარჩენის შესაძლებლობა მისცა. ასევე ამბობს, რომ უნივერსიტეტმა ამ ყველაფერთან ერთად Computer Science-ში ბევრი თეორიული ცოდნა შესძინა, რომლის საჭიროებას მანამდე ვერ ხვდებოდა.

Posted in მზიურელები